ამერიკის შეერთებული შტატების სპიკერი, ნედ პრაისი რუსი სამხედროების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა და სხვებზე თავდასხმა კრემლის განურჩეველი მოქმედების კიდევ ერთი საზარელი მაგალითია.
„შეძრწუნებულები ვართ კრემლის ძალების მიერ უკრაინაში არასამხედრო ჟურნალისტებისა და ვიდეორეპორტიორების მკვლელობითა და დაჭრით. ვუსამძიმრებთ ამ საშინელი ძალადობის შედეგად დაზარალებულებს. ეს კრემლის განურჩეველი მოქმედებების კიდევ ერთი საზარელი მაგალითია“, - თქვა პრაისმა.