ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა

ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა

13-03-2022, 23:25 - 2022
4 228
       

ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა.

ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
 
არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. 
 
ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები, განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. 
 
ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. 
 
მტერი უნდა დავამარცხოთ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
“, - წერს ელისაშვილი.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები