ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი, ვიტალი კიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სკოლაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
ვიტალი კიმი ფაქტის ამსახველ მასალას აქვეყნებს.
„ოკუპანტების საჰაერო დარტყმა სკოლაზე!!!! რა ზნეობრივი ურჩხული უნდა იყო, რომ ასეთი ბრძანებები გასცე და შეასრულო!“, - წერს კიმი.