პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, კონფლიქტში NATO-ს სამხედრო ინტერვენცია გამოიწვიოს.
ამის შესახებ დუდამ BBC-სთან ინტევიუში ისაუბრა.
„ამ მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. თუ მეკითხებით, რომ შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, ვფიქრობ, რომ პუტინი ახლა ყველაფერზეა წამსვლელი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკურად მან ეს ომი უკვე წააგო, სამხედრო დონეზე კი ვერ იგებს“, - განაცხადა დუდამ.