ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქში, ერბილში აშშ-ს საკონსულოს მიმართულებით, სულ მცირე, 12 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. მათი ნაწილი შენობას მოხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ.
Reuters-თან საუბრისას აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ირანი დგას.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ჯგუფს არ აუღია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მომხდარს „აღმაშფოთებელი თავდასხმა“ უწოდა. მისივე თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.