სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა რა დროსაც გზიდან გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.