„ოდესაში 600-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ ბრძოლაზე უარი თქვა“ - ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტის მორიგი აღიარება

„ოდესაში 600-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ ბრძოლაზე უარი თქვა“ - ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტის მორიგი აღიარება

12-03-2022, 17:04 - 2022
1 359
       

ტყვედ ჩავარდნილი რუსული არმიის ჯარისკაცი კრემლის პროპაგანდისტულ და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ჯარისკაცები მოატყუეს.
 
ამასთან სამხედრო ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ნახა, რა ხდებოდა უკრაინაში, უკან დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა არმიაში გააფრთხილეს, რომ ამას დეზერტირობად ჩაუთვლიდნენ და მოკლავდნენ.
 
წვრთნების დასრულების შემდეგ ფრონტის ხაზზე გადმოგვისროლეს. არც კი დაინტერესებულან გვინდოდა თუ არა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა. ამ დროის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა ანტიუკრაინული პროპაგანდა. რამდენიმე დასახლებული პუნქტი გადავკვეთეთ, მათ შორის კახოვკაც, სადაც პირველი დაპირისპირება მოხდა და ჩვენც ჩავბარდით. დაბრუნების სურვილიც მქონდა, თუმცა უკან მომავალი შენაერთები დაბრუნებულ   ადამიანებს დეზერტირობის გამო კლავდნენ. რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება მინდა.
 
ახლა ვხვდები რა უბედურებაშიც გამხვია ჩემმა სამსახურმა, არმიამ. მომატყუეს და უკრაინაში ხორცის ნაჭერივით გადმოგვაგდეს. ტელეფონი წაგვართვეს, ინფორმაციას ვერ ვიღებდით. სანამ იარაღს დავყრიდით აშკარად ვხედავდი, რომ რუსეთის მხრიდან ნასროლი რაკეტები არასამხედრო, არამედ დასახლებული პუნქტის მიმართულებით მიფრინავდა. ოდესაში 600-მა რუსმა სამხედრომ ბრძოლაზე უარი თქვა, მიხვდნენ, რაც ხდებოდა და გემიდან ხმელეთზე არ გადმოვიდნე
ნ“, - აცხადებს რუსი ჯარისკაცი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები