რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსნეს

12-03-2022, 13:30 - 2022
517
       

12 მარტს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსნეს. 
 
ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონალური ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაქსიმ ბეზნოსენკომ გაავრცელა. 
 
ბეზნოსენკოს ინფორმაციით, ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანები დაზიანდა. ტყვიები პალატებსა და ექიმების კაბინეტებს მოხვდა.  
 
სუსტებზე თავდასხმა მხოლოდ გიჟს შეუძლია. არაადამიანებმა ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსენს ცეცხლი, საავადმყოფოს, რომელიც ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი ნიკოლაევის რეგიონიდან.   
 
[...] თუ რუსეთი ონკოლოგიურ პაციენტებში საკუთარ მოწინააღმდეგეს და საფრთხეს ხედავს, ის მხოლოდ ავად არ არის, ის უკვე აგონიაშია. ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება გაგვახაროს ამ ვითარებაში. ამას [ცეცხლის გახსნას] დიდი ზიანი არ მოუტანია, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე
“, - წერს მაქსიმ ბეზნოსენკო.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები