ზელენსკი - არ გაწიროთ შვილები სასიკვდილოდ

ზელენსკი - არ გაწიროთ შვილები სასიკვდილოდ

12-03-2022, 11:34 - 2022
1 130
       

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ზელენსკი რუსი სამხედროების და წვევამდელების დედებს მოუწოდებს, თავიანთი შვილები უკრაინაში საომრად არ გაუშვან.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით კი წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. 
 
არ დაიჯეროთ დაპირებები, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. 
 
თუ გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ უკრაინის წინააღდეგ საომრად აგზავნიან, სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ ან ტყვედ ჩასავარდნად“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები