პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან.
რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს - ა.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა და აღნიშნული სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, რისთვისაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები მას სექსუალური მომსახურეობის გაწევით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.