„6 წლის ტატიანა სრულიად მარტო დაიღუპა მარიუპოლში. . .“, - ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.
მან ასევე მიმართა მსოფლიოს, რომ გადაარჩინონ ბავშვები.
„ორი კვირის წინ რუსეთმა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ბოლო დღეებში სოტუაცია ბევრად გაუარესდა.
ისინი კლავენ ასობით უდანაშაულო ბავშვს. მინდა მოგიყვეთ 6 წლის ტატიანას შესახებ, რომელიც მარიუპოლიდან არის. ის სრულიად მარტო დაიღუპა დეჰიდრაციის შედეგად. პირველად დედამისი დაიღუპა.
ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდობასა და სიცოცხლეს. გთხოვთ, ისაუბრეთ, გადაარჩინეთ უკრაინელი ბავშვები!“, - აცხადებს ანდრეი შევჩენკო.