„სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ თავს“, - ამტკიცებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი
განცხადება მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, არაერთხელ ავუხსენით უკრაინას, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ჩვენი მრავალწლიანი შეხსენებების, შეგონების, მოწოდებების მიუხედავად, არავინ მოგვისმინა“, - აცხადებს ლავროვი.