მარიუპოლის სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი არ არიან.
დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო მაშინ დაბომბეს, როდესაც ე.წ. დუმილის რეჟიმი მოქმედებდა
„ამ დროისთვის მარიუპოლის მე-2 სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17 ადამიანს შეადგენს, დაშავებულია სამედიცინო პერსონალი და მშობიარე ქალები, გარდაცვლილები არ არიან“, - აცხადებს ის.