უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ სადგურში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობს.
კულება წერს, სარეზერვო გენერატორები მხოლოდ 48 საათი იმუშავებენ, თუმცა სადგურს რუსული ჯარი აკონტროლებს და უკრაინას დაზიანების შეკეთების შესაძლებლობა არ აქვს.
„დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და მის ყველა ობიექტს ამარაგებს. ის რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული. CNPP-მა დაკარგა ყველა სახის ელექტრული მომარაგების სისტემა. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოითხოვოს რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მიეცეთ საშუალება, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დიზელის სარეზერვო გენერატორებს 48-საათიანი სიმძლავრე აქვთ. ამის შემდეგ დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობების გაგრილების სისტემა მუშაობას შეწყვეტს, რაც რადიაციულ გაჟონვას გარდაუვალს გახდის. პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხის ქვეშ აყენებს. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს“, - წერს კულება.
The only electrical grid supplying the Chornobyl NPP and all its nuclear facilities occupied by Russian army is damaged. CNPP lost all electric supply. I call on the international community to urgently demand Russia to cease fire and allow repair units to restore power supply 1/2
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 9, 2022