დიდ ბრიტანეთში, რუსეთის საელჩოს Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ მათი მიზანი დაპყრობითი ომი არაა.
ლავროვის მტკიცებით, რუსეთს სურს „შეაჩეროს ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება მოხდეს უკრაინის ტერიტორიაზე, ან დაიწყოს უკრაინის ტერიტორიიდან“.
ლავროვი ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ რუსული აგრესიის მიზანი უკრაინელი ხალხის ჩაგვრისგან გათავისუფლებაა.
FM #Lavrov: The goal of Russia’s special military operation is to stop any war that could take place on Ukrainian territory or that could start from there. pic.twitter.com/tLf7798DIh
— Russian Embassy, UK (@RussianEmbassy) March 7, 2022