მარიუპოლიდან მეორე ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების გეგმა ჩაიშალა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოკუპანტებმა მარიუპოლის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით შეტევა დაიწყეს.
გაერთიანებული ძალების შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას.
„ქალაქის დამცველებმა მიიღეს მთელი რიგი ღონისძიებები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ერთი მარშრუტით: გზები გაიწმინდა ნაღმებისგან, მოიხსნა საინჟინრო ბარიერები და ა.შ. თუმცა ოკუპანტებმა არ გაათავისუფლეს ბავშვები, ქალები და მოხუცები ქალაქიდან.
მტერმა შეტევა დაიწყო ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით“, - აცხადებენ შტაბში.