ქალაქ ვინიცაში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა აეროპორტი დაბომბეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
ბოლო ცნობებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 მშვიდობიანი მოქალაქეა, 4 სამხედრო.
ვოლოდიმირ ზელენკსიმ თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ აეროპორტი მთლიანად განადგურდა, მას რვა რაკეტა ესროლეს. საჰაერო იერიში 6 მარტს მოხდა.