უკრაინის პირველი ლედი განცხადებას აკეთებს

უკრაინის პირველი ლედი განცხადებას აკეთებს

7-03-2022, 18:41 - 2022
788
       

„როცა რუსეთში ამბობენ, რომ არ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - აჩვენეთ მათ ეს ფოტოები - ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც არასდროს გახდებიან დიდები“, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ელენა ზელენსკაიამ განაცხადა.

მან სოციალურ ქსელში ომში მოკლული ბავშვების ფოტოები გაავრცელა და დასვა კითხვა, „კიდევ რამდენი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს, რომ რუსულმა ჯარებმა სროლა შეწყვიტონ და დათანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას“.

„ამის შესახებ უნდა მოგიყვეთ. უკრაინაში უკვე 38-ზე მეტი ბავშვია მოკლული. მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვის შედეგად ეს რიცხვი შეიძლება ახლაც იზრდება! როდესაც რუსეთის ფედერაციაში ამბობენ, რომ არ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - აჩვენეთ მათ ეს ფოტოები! ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც არასდროს გახდებიან დიდები. კიდევ რამდენი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს, რომ რუსულმა ჯარებმა სროლა შეწყვიტონ და დათანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას? კიდევ რამდენი უნდა დაიცალოს სისხლისგან და დაიღუპოს შიმშილით, რომ მათ შეწყვიტონ სამოქალაქო ტრანსპორტის განადგურება და შემოუშვან ჰუმანიტარული მისიები“, - განაცხადა ელენა ზელენსკაიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები