რუსეთი „მომენტალურად“ გაჩერდება, თუ უკრაინა პირობებს დააკმაყოფილებს - კრემლი

რუსეთი „მომენტალურად“ გაჩერდება, თუ უკრაინა პირობებს დააკმაყოფილებს - კრემლი

7-03-2022, 18:01 - 2022
1 106
       

რუსეთმა უკრაინას განუცხადა, რომ მას შეუძლია ომის დასრულება ნებისმიერ მომენტში, თუ კიევი მოსკოვის „პირობებს“ შეასრულებს.

პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი ითხოვს „უკრაინის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, კონსტიტუციის შეცვლას ნეიტრალიტეტის დაცვით, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და სეპარატისტული რესპუბლიკების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას“.

„ჩვენ ნამდვილად ვამთავრებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ ამას დავასრულებთ. მაგრამ მთავარია, უკრაინამ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მათ უნდა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მერე არავინ ისვრის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები