რუსეთმა უკრაინის საზღვართა კონცენტრირებული სამხედრო ძალის მეოთხედი დაკარგა

რუსეთმა უკრაინის საზღვართა კონცენტრირებული სამხედრო ძალის მეოთხედი დაკარგა

7-03-2022, 17:51 - 2022
651
       

რუსულმა ჯარებმა უკრაინაზე თავდასხმის დროს დაკარგეს ომამდე საზღვარზე კონცენტრირებული მთელი სამხედრო აღჭურვილობის დაახლოებით მეოთხედი, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა, მარგო გროსბერგიმ განაცხადა.

მან განმარტა, რომ მთლიანობაში, ომის დაწყებამდე რუსული ჯარის ნაწილების მესამედი იყო გადაყვანილი უკრაინის საზღვარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ განადგურებული აღჭურვილობის გამოკლებით, რუსეთის ძალების ორი მესამედი მათ ბაზებზე რჩება.

გროსბერგის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინაში. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსული ქვედანაყოფები აგრძელებენ კიევის ალყაში მოქცევას.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები