უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთში ნატოს ჯარების განლაგების შესახებ მთავრობის განკარგულებას ხელი მოაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იტყობინება.
ორშაბათს გამოქვეყნებული განკარგულება ასევე ადასტურებს მთავრობის აკრძალვას უკრაინაში უნგრეთის გავლით „სასიკვდილო იარაღის“ ტრანსპორტირებაზე.
თუმცა, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების აღმოსავლეთ ევროპის მრავალი სხვა წევრი სახელმწიფოსგან განსხვავებით, უნგრეთის მთავრობამ ნატოს ძალებს აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად არ მიმართა, იმის მტკიცებით, რომ მას საკმარისი სამხედრო რესურსები გააჩნდა.
თებერვლის დასაწყისში უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ სურდა ნატოს ძალების განლაგება თავის ქვეყანაში, მაშინ როცა ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე წევრმა ამისკენ მოუწოდა უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის შესახებ ცნობების ფონზე