როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„როგორც ჩანს, ჩვენს მეგობრებს სიამოვნებთ პარიზის, ბერლინის, ნიუ იორკის ან ბუდაპეშტის მყუდრო კაფეებში ჯდომა, კროასანთან ერთად ყავის აუჩქარებლად სმა და უკრაინის ქალაქების ფოტოების ყურება, რომლებსაც მიწასთან ასწორებენ პირდაპირ ეთერში. ჩვენი ქალაქები კი კვდებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან“, - წერს Twitter-ზე მიხაილო პოდოლიაკი.