პენტაგონი: რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან განლაგებული სამხედრო ძალის 95% აამოქმედა

პენტაგონი: რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან განლაგებული სამხედრო ძალის 95% აამოქმედა

7-03-2022, 11:00 - 2022
597
       

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი სამხედრო ძალის 95% აამოქმედა. 

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში, რუსეთის ჯარების სერიოზული წინსვლა არ შეინიშნება და კიევთან შეგროვილო 64 კილომეტრიანი კოლონა კვლავ გაჩერებულია. არსებობს ვარაუდი, რომ კოლონა ტალახში ჩაეფლო და საწვავი გაუთავდა.

გარდა ამისა, პენტაგონი უწყება, რომ ოდესის რაიონში საზღვაო დესანტის გადასხმის ნიშნები არ შეინიშნება. უწყებაში ამბობრნ, რომ რუსულ საჰაერო ძალებს უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი არ აქვთ.

ამასთანავე, პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600 რაკეტა გამოიყენა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები