საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ მას სჯერა უკრაინის გამარჯვების რუსეთთან ომში.
„მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ომის ფასი აუტანელი გახდება და რაღაც მომენტში პრეზიდენტი პუტინი არჩევანის წინაშე დადგება: ან მიიღოს მნიშვნელოვანი შედეგები რუსეთის ფუნქციონირებაზე, ან დაიწყოს მოლაპარაკებები“, - განაცხადა დრიანმა.
მანვე გამოთქვა რწმენა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცავს ყველას პუტინის შემდგომი აგრესიისგან.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი, რომელიც არ წარიმართა პუტინის გეგმის მიხედვით.