ეუთო უკრაინას ტოვებს

ეუთო უკრაინას ტოვებს

7-03-2022, 09:10 - 2022
554
       

ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში საქმიანობას ამთავრებს, - ამის შესახებ ნათქვამია SMM-ის ანგარიშში.

„მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი - მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა - ახლა დატოვებს უკრაინას“, - ნათქვამია ანგარიშში.

მანამდე მისიის ყველა საერთაშორისო წევრი უკრაინიდან უკვე წავიდა.

„მისიის ადგილობრივი წევრების მოძრაობა, რომლებიც მანამდე იყვნენ დისლოცირებულნი კრამატორსკსა და სევეროდონეცკში, გრძელდება, ხოლო მარიუპოლში ადრე განლაგებული პირების მოძრაობა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო. მისიის ადგილობრივი წევრების კიდევ ერთმა კოლონამ მოძრაობა დაიწყო კიევიდან“, – ნათქვამია მოხსენებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები