რუსეთი უკრაინაში ომისთვის სირიელებს იღებს - WSJ

რუსეთი უკრაინაში ომისთვის სირიელებს იღებს - WSJ

7-03-2022, 09:07 - 2022
743
       

რუსეთი უკრაინის ომისთვის სირიელებს იღებს, რომლებმაც იციან როგორ განახორციელონ საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ურბანულ გარემოში, - ამის შესახებ The Wall Street Journal ოთხ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს.

უცნობია ზუსტად რამდენი სირიელი დაქირავებული ჯარისკაცი მიიღეს, თუმცა, როგორც გამოცემა განმარტავს, მათი ნაწილი უკვე რუსეთში იმყოფება და კონფლიქტში შესვლისთვის ემზადება.

სირიის დეირ ეზ-ზორში დაფუძნებული გამოცემის თანახმად, რუსეთი ქვეყნიდან მოხალისეებს უკრაინაში წასასვლელად 200-დან 300 დოლარამდე სთავაზობდა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები