აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ის იკვლევს რუსეთის იზოლაციის საკანონმდებლო ვარიანტებს, მათ შორის რუსული ნავთობის აკრძალვას.
„ჩვენი კანონი აკრძალავს რუსეთის ნავთობისა და ენერგიის იმპორტს შეერთებულ შტატებში, გააუქმებს ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ბელორუსიასთან და გადადგამს პირველ ნაბიჯს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის აკრძალვის მიზნით“, - თქვა პელოსმა.
მისი თქმით, ისინი უფლებას მისცემენ აღმასრულებელ შტოს, გაზარდოს ტარიფები რუსულ იმპორტზე. პელოსიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ითხოვა 10 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარება უკრაინისთვის.
მან დასძინა, რომ კონგრესი აპირებს ამ კვირაში დაამტკიცოს ეს გადაუდებელი დაფინანსება.