რატომ არ ხურავს ნატო უკრაინის ცას? - გერმანიის განმარტება

რატომ არ ხურავს ნატო უკრაინის ცას? - გერმანიის განმარტება

7-03-2022, 08:53 - 2022
1 434
       

ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.

„ეს ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავები რუსულ თვითმფრინავებს ესვრიან, ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში... ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“, - თქვა მან.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ შეხვედრა გამართა 200 ამერიკელ კონგრესმენთან და სთხოვა, დაეხმარონ უკრაინის ცაზე „ფრენის აკრძალული ზონის“ შემოღებას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები