კიევის რაიონში, ირპენში, 8 მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციის დროს დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირპენის მერი, ოლექსანდრე მარკუშინი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ევაკუაციის დროს ხიდზე ცეცხლი გახსნეს.
„ოჯახი დაიღუპა. ჩემს თვალწინ ორი პატარა ბავშვი და ორი მოზარდი დაიღუპა“, - თქვა მან.