შესაძლოა უკრაინამ NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები მიიღოს

შესაძლოა უკრაინამ NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები მიიღოს

6-03-2022, 23:51 - 2022
854
       

„ნატო-ს წევრ პოლონეთს აქვს „მწვანე შუქი“, გადასცეს სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
ბლინკენის თქმით, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლონურ მხარესთან, როგორ მოხდება მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, თუ ისინი უკრაინაში თავიანთ თვითმფრინავებს გაგზავნიან.
 
სინამდვილეში, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი რეალურად გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას. 
 
რისი გაკეთება შეგვიძლია? როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ, რომ დარწმუნდნენ, მიიღებენ რაიმეს, რათა შეავსონ თვითმფრინავები, რომლებსაც ისინი უკრაინელებს გადასცემენ?
“, - აღნიშნა ბლინკენმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები