უკრაინის პროკურატურა რუსეთში მცხოვრებ ქართველს, თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს

უკრაინის პროკურატურა რუსეთში მცხოვრებ ქართველს, თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს

6-03-2022, 23:05 - 2022
1 108
       

უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთში მცხოვრებ ქართველ პროპაგანდისტ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს.
 
ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა წერს.
 
როგორც გენერალური პროკურორი, გატყობინებთ, რომ უკრაინაში თქვენი საპროცესო სტატუსი ასეთია – ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში. 
 
უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურორები თქვენს საერთაშორისო ძებნაში გადაცემის პროცესს დააინიცირებენ
“, - მიმართავს ვენედიქტოვა კანდელაკს.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები