უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად აეროპორტი სრულად განადგურდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეების, რომ უკრაინის ცა დახურონ.
„აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების ნგრევას, რომელიც უკრაინელების თაობებმა ააშენეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმისას დაბომბეს სამხედრო ობიექტიც.