დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„დადასტურდა რუსული მხარის მზადყოფნა უკრაინის ხელისუფლებასთან და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიალოგისთვის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში, რომელიც მან თურქეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გაავრცელა.
პუტინმა თქვა, რომ კიევის მხრიდან მოლაპარაკებები გაჭიანურდა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრაზე უკრაინელი მომლაპარაკებლები „გამოავლენენ უფრო კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სრულად ითვალისწინებს ახალ რეალობას“.