ამ ტემპით ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან შედარებით „თავისუფლების ტერიტორია“ გახდება - კულება

ამ ტემპით ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან შედარებით „თავისუფლების ტერიტორია“ გახდება - კულება

6-03-2022, 16:30 - 2022
551
       

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თვლის, რომ რუსეთის უპრეცედენტო ქმედებები ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ის მალე გადალახავს მსოფლიოს უმძიმესი დიქტატურის, DPRK-ის [ჩრდილოეთ კორეის] დონეს.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება არა მხოლოდ საგარეო მთავრობების, არამედ დასავლური ბიზნესის მხრიდან რუსეთისთვის უკვე მტკივნეული გახდა.

„დომინოს ეფექტი გაქრა. ეს მხოლოდ დასაწყისია რუსეთისთვის ტანჯვისა და მტკივნეული ზარალის. რუსეთი სწავლობს რა არის ნამდვილი იზოლაცია. 113 გიგანტურმა კომპანიამ უკვე დატოვა რუსეთი, 213 მსხვილმა კომპანიამ ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვიტა რუს პარტნიორებთან მუშაობა“, - თქვა მან.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში დაწესებული დრაკონული შეზღუდვების გამო, რუსი მოქალაქეების მხრიდან შიდა ფრონტის გახსნას ელის.

„რუსეთში ცხოვრება შეუძლებელი ხდება და არა ომის გამო... ჩრდილოეთ კორეა ამ ტემპით გახდება თავისუფლების ტერიტორია რუსეთთან შედარებით“, - თქვა კულებამ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები