უკრაინელმა სამხედროებმა ოდესასთან, შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა, სერხი ბრაჩუკიმ განაცხადა.
„ოდესა - მინუს ერთი მტრის თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე. მადლობა შეიარაღებულ ძალებს!“, - განაცხადა სერხი ბრაჩუკიმ.