ხარკოვის საჰაერო თავდაცვამ ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდო

ხარკოვის საჰაერო თავდაცვამ ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდო

6-03-2022, 15:20 - 2022
1 063
       

ხარკოვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი - სუ-25 გაანადგურეს.

ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე გაქცეულ რუს პილოტს ეძებს.

„თვითმფრინავის პილოტმა მოახერხა აფრენა, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ტერიტორიულ თავდაცვის ძალებთან, ეროვნულ გვარდიასთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აქტიურად ეძებენ საჰაერო დამნაშავეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალები ხარკოვში საკუთარი საჰაერო ფლოტის დიდ ნაწილს აგზავნიან. ქალაქ ხარკოვის თავზე, თითქმის ყოველთვის არის ერთდროულად 5-7 მტრის თავდამსხმელი და მებრძოლი, რომლებიც პერიოდულად ბომბავს ქალაქის უბნებს მშვიდობიანი მოქალაქეებით“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები