უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები, რომლებსაც ეშინიათ ან არ სურთ, გააპროტესტონ ომი, საფასურს სიღარიბით გადაიხდიან.
„რუსეთის მოქალაქეებო! თქვენთვის ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობისთვის, არამედ ეს არის ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის. საუკეთესოსთვის, რაც იყო მასში. თავისუფლებისთვის, რომელიც თქვენ ნახეთ და სიმდიდრისთვის.
თუ ახლა გაჩუმდებით, ყველაფერს თქვენი სიღარიბე იტყვის თქვენს ნაცვლად. ნუ გაჩუმდები“, - მიმართა რუსეთის მოქალაქეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებმა „უკვე მოიგეს თავისი მომავალი, მაგრამ დღესაც იბრძვიან იმისთვის, თუ სად გაივლის საზღვარი - სიცოცხლესა და მონობას შორის“.