ომის 10 დღე - უკრაინაში 11 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა

ომის 10 დღე - უკრაინაში 11 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა

6-03-2022, 14:12 - 2022
501
       

24 თებერვლიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების საერთო საბრძოლო დანაკარგმა 11 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

11 000 პერსონალის გარდა, მტერმა დაკარგა 285 ტანკი, 985 BBM, 109 საარტილერიო სისტემა, 50 MLRS, 21 საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, 44 თვითმფრინავი, 48 შვეულმფრენი, 447 მანქანა, ორი მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა, 60 საწვავის ავზი და ოთხი დრონი. 

„მონაცემების დაზუსტება მიმდინარეობს. გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს“, - აცხადებენ უკრაინის შსს-ში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინელი დამცველები მტკიცედ იკავებენ გარკვეულ პოზიციებს და ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები