ჟიტომირის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - არის მსხვერპლი

ჟიტომირის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - არის მსხვერპლი

6-03-2022, 14:06 - 2022
850
       

ჟიტომირის რაიონის რამდენიმე ქალაქში რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმციით, მტრის იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა, 25 სახლი კი დაინგრა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ქალაქ ოვრუჩში კერძო სექტორზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, 15 სახლი განადგურდა, აქედან 5 მთლიანად.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები