გაერომ დაადგინა, რამდენი მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა რუსეთის შეჭრის შემდეგ

გაერომ დაადგინა, რამდენი მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა რუსეთის შეჭრის შემდეგ

6-03-2022, 13:58 - 2022
1 450
       

24 თებერვალს უკრაინაშ რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 707 დაიჭრა.

ამ მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს, რომლის თანახმად, დაღუპულთა შორის 28 ბავშვია.

სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სულ დაფიქსირდა 471 ადამიანის გარდაცვალება (86 მოკლული და 385 დაჭრილი). კერძოდ, 355 - უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 116 - ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინის სხვა რეგიონებში დაიღუპა 265 და დაშავდა 322.

ადამიანის უფლებათა ბიუროს ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა დაიღუპა ასაფეთქებელი იარაღით, მათ შორის მძიმე საარტილერიო დაბომბვით და სარაკეტო ყუმბარმტყორცნებით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები