ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში - 4-სართულიანი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.
ბინებში თითქმის ჩამოშლილია საყრდენი კედლები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბათუმის მერიას და შესაბამის სამსახურებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ ყურადღებას ამ დრომდე არავინ აქცევს.
რამდენიმე ოჯახმა შენობა უკვე დატოვა და საკუთარი ნებით, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.
ფოტო - „მთავარი არხი“