პუტინს პატიმრობა ემუქრება - ნიურნბერგის პროკურორი

პუტინს პატიმრობა ემუქრება - ნიურნბერგის პროკურორი

5-03-2022, 20:41 - 2022
3 162
       

ნიურნბერგის პროკურორის, ბენჟამინ ფერენცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტდს, ვლადიმერ პუტინს პატიმრობა ემუქრება.

ფერენცის თქმით, პუტინის დაპატიმრება რეალურია და ამისთვის მხოლოდ მონდომებაა საჭირო.

„დანაშაულები, რომლებსაც რუსეთი ამჟამად სჩადის უკრაინის წინააღმდეგ, არის ადამიანური საზოგადოების სირცხვილი და პასუხისმგებელი პირები აგრესიაზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და მკვლელობებზე პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ. პუტინი შესაძლოა უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდის ბრალდებით დააკავონ. ეს ძალიან რეალისტურია, ამისათვის მხოლოდ მონდომებაა საჭირო. მე მინდა ვნახო პუტინი გისოსებს მიღმა“, - განაცხადა ბენჟამინ ფერებცმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები