ხარკოვის რეგიონში რუსებმა მიატოვეს ტექნიკა და გაიქცნენ - უკრაინული მხარე

ხარკოვის რეგიონში რუსებმა მიატოვეს ტექნიკა და გაიქცნენ - უკრაინული მხარე

5-03-2022, 19:04 - 2022
1 699
       

ხარკოვში რუსემა სამხედროებმა სამხედრო ტექნიკა მიატოვეს და გაიქცნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია 93-ე მოტორიზებული ბრიგადაზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ცნობით, რუსი დამპყრობლები გაიქცნენ, ახალი აღჭურვილობა და საწვავი კი მიატოვეს.

„სიმბოლური რუსული 200-ე ბრიგადა. ისინი მოდიოდნენ და წავიდნენ. მათ მიატოვეს აღჭურვილობა და გაიქცნენ ჩვენი იერიშის ფონზე. დაახლოებით 30 ერთეული ტექნიკა (ტანკები, MT-LB, კამაზის სატვირთო მანქანები, ურალი) დატოვეს“, - თქვა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის აღჭურვილობაზე უკრაინის დროშები დახატეს, რათა ამან ადგილობრივები არ შეაშინოს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები