ვლადიმერ პუტინი განცხადებას აკეთებს და ისევ იმუქრება

ვლადიმერ პუტინი განცხადებას აკეთებს და ისევ იმუქრება

5-03-2022, 18:27 - 2022
3 177
       

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა „აგრძელებს იგივე ქცევას”, ის „ეჭვქვეშ დააყენებს თავისი სახელმწიფოებრიობის მომავალს“.

„კიევის დღევანდელ ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე გააგრძელებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს და თუ ეს მოხდება, ეს მთლიანად მათ სინდისზე იქნება დამოკიდებული“, - თქვა პუტინმა.

პუტინი ამბობს, რომ „რუსი სამხედროები ომში მომავლისთვის იბრძვიან“. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები „ომის გამოცხადების მსგავსია, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები