უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა ოთხი რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსამსახური იტყობინება.
„ამავდროულად, ერთ-ერთმა საზღვაო ქვეითმა ჩამოაგდო სამი ერთეული ერთდროულად“, - თქვა უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა, კონტრადმირალმა ოლექსი ნეიჟპაპამ.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა სულ დაახლოებით 39 თვითმფრინავი და 40 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.