რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ განაცხადა, რომ 8 მარტიდან ყველა საერთაშორისო ფრენას დროებით აჩერებს.
რუსული მედია იუწყება, რომ შეზღუდვები „როსიას“ და „ავრორას“ ავიახაზების საერთაშორისო მიმართულებებსაც შეეხება.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დამატებითი გარემოებების გამო, რომლებიც აფერხებს ფრენების შესრულებას“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.
მედიის ცნობით, ფრენების შეჩერების რეკომენდაცია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტო „როსავიაციამ“ მისცა.