კიევის მახლობლად ბრიტანელ ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს

კიევის მახლობლად ბრიტანელ ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს

5-03-2022, 17:16 - 2022
629
       

ბრიტანული გამოცემა Sky News-ის ჟურნალისტი, სტიუარტ რემსი კიევის მახლობლად დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი მაშინ დაიჭრა, როდესაც მას და მის კოლეგებს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევა ორშაბათს მოხდა, როდესაც ისინი კიევში სხვა ცხელი წერტილიდან ბრუნდებოდნენ. ჟურნალისტები ჩასაფრებაში მოხვდნენ. 

მედია იუწყება, რომ ოპერატორ რიჩი მოკლერს ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე ორი ტყვია მოხვდა, რის გამოც, დაზიანებები არ მიუღია.

მომხდარს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც შეაქო ჟურნალისტების გამბედაობა, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში აყენებენ შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციის მისაღებად. 

„თავისუფალი პრესა არ უნდა შეშინდეს ბარბაროსული, განურჩეველი ძალადობის აქტებით“, - განაცხადა მან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები