კიევის მერი: დედაქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს!

კიევის მერი: დედაქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს!

5-03-2022, 16:54 - 2022
616
       

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დროშა, როგორც სახელმწიფოს სიმბოლო, დედაქალაქის თავზე ფრიალებს. 

მისი თქმით, საომარი მდგომარეობის პირობებში ქალაქის სამსახურებმა მთავარი დროშის ახლით შესაცვლელად გეგმიური სამუშაოები ჩაატარეს. 

„მეგობრებო! დედაქალაქი, როგორც საომარი მდგომარეობის პირობებში, ასევე რუსეთის შემოჭრის პირობებში, აგრძელებს უკრაინის ყველაზე დიდი, მთავარი დროშის მდგომარეობასა და გარეგნობაზე ზრუნვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დროშა სახელმწიფო სიმბოლოა. ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო. 

ქალაქის სამსახურებმა გეგმიური სამუშაოები ჩაატარეს მთავარი დროშის ახლით შესაცვლელად. დედაქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს!“,  - განაცხადა ვიტალი კლიჩკო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები