რუსული ავიაცია აგრძელებს ხარკოვის დაბომბვას, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომან სემენუხა აცხადებს.
მისი თქმით, რუსული თვითმფრინავები აგრძელებენ ქალაქის, განსაკუთრებით ცენტრალური ნაწილის დაბომბვას.
„რამდენიმე წუთის წინ უნიფეხტი, ხარკოვის საწვრთნელი ბაზა, დაიბომბა“, - განაცხადა სემენუხამ.
მედიის ცნობით, ეს არის კარაზინის სახელობის ხარკოვის უნივერსიტეტის ნაწილი.