კრემლი - დასავლეთი ბანდიტებივით იქცევა, მაგრამ რუსეთი ზედმეტად დიდია იზოლირებისთვის

კრემლი - დასავლეთი ბანდიტებივით იქცევა, მაგრამ რუსეთი ზედმეტად დიდია იზოლირებისთვის

5-03-2022, 15:58 - 2022
561
       

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „დასავლეთი ბანდიტებივით იქცევა, მაგრამ რუსეთი ზედმეტად დიდია იზოლირებისთვის, რადგან სამყარო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ აშშ და ევროპა“.

„ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი იზოლირებულია. მსოფლიო ევროპასა და ამერიკაზე დიდია, რომ იზოლირება მოახდინონ და მით უმეტეს, რუსეთსავით დიდი ქვეყანა. მსოფლიოში კიდევ ბევრი ქვეყანაა“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

როიტერსის“ ცნობით, პესკოვმა თქვა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ „ეკონომიკურ ბოროტმოქმედებაშია“ ჩართული და მოსკოვი ამას უპასუხებს. მან არ დააკონკრეტა რა პასუხს გულისხმობდა, მაგრამ თქვა, რომ ეს იქნება „რუსეთის ინტერესების შესაბამისი“.

პესკოვმა თქვა, რომ თუ აშშ სანქციებს დააწესებს რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტზე, ეს მნიშვნელოვნად დაარღვევს ენერგეტიკულ ბაზრებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები